ჩვენ შესახებ

ჩვენი სააგენტო

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის:

– ზეპირი თარგმანი (დისტანციურად და ადგილზე მისვლით)
– დოკუმენტებისა და სხვადასხვა ტიპის მასალის წერილობითი თარგმანი.
– ტექსტის რედაქტირება და ფინალური კორექტირება.
– „ვისფარინგი“(ჩურჩულით თარგმნა სპეციფიკურ გარემოში კომუნიკაციისთვის).

ჩვენი გუნდი

ჩემიენას გუნდი

საინჟინრო და ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნა
ჩვენი ლინგვისტები მაღალ დონეზე ფლობენ როგორც ტექნიკურ ტერმინოლოგიას, ისე მისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ენას. ისინი კარგად იცნობენ საინჟინრო პრინციპებს, სამეცნიერო კონცეფციებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს, რაც საშუალებას აძლევთ, ზუსტად თარგმნონ რთული ტექნიკური დოკუმენტები და სრულყოფილად გადმოიტანონ დედანიდან ტექსტის შინაარსი, რათა მარტივად გასაგები იყოს დარგის სპეციალისტისთვის.

იურიდიული თარგმანის გუნდი
ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური მთარგმნელებისგან, რომლებიც სიღრმისეულად ფლობენ იურიდიულ ტერმინოლოგიას, მასთან დაკავშირებულ ცნებებსა და პროცედურებს. ისინი კარგად იცნობენ სხვადასხვა სამართლებრივ სისტემას და კვალიფიციურად თარგმნიან ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, სასამართლო დოკუმენტებს და სხვა სამართლებრივ ტექსტებს. მათი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს ნათარგმნი დოკუმენტების შესაბამისობას დედანთან და იურიდიული ენის შენარჩუნებას.

სამედიცინო თარგმანი
ჩვენთან სამედიცინო თარგმანზე მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ მედიცინასა და ჯანდაცვაში. ისინი სრულყოფილად ფლობენ სხვადასხვა სპეციალობის ტერმინოლოგიას მედიცინაში. პროფესიულად ნათარგმნი სამედიცინო ტექსტი, კლინიკური კვლევის თუ სხვა ტიპის დოკუმენტები უზრუნველყოფს პაციენტთა უსაფრთხოებასა და ინფორმაციის გადაცემის სიზუსტეს.

ფინანსური და საბანკო ტექსტების თარგმნა
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ლინგვისტებით, რომლებიც კარგად ფლობენ ფინანსურ ტერმინოლოგიას, ერკვევიან საბანკო რეგულაციებსა და ეკონომიკურ პრინციპებში. მათ მუდმივი შეხება აქვთ ფინანსურ თუ საინვესტიციო ანგარიშებთან, ასევე საბანკო და სხვა ტიპის ეკონომიკურ დოკუმენტებთან. ამიტომ, მათ მიერ თარგმნილი მასალა ხასიათდება მკაფიოობით, სიზუსტითა და ინდუსტრიის სტანდარტებთან შესაბამისობით.

სამხედრო დოკუმენტების თარგმანი

მაღალკვალიფიციური სამხედრო მთარგმნელები კარგად ფლობენ სამხედრო ტერმინოლოგიას, მათ აქვთ თავდაცვის სისტემაში მრავალწლიანი მთარგმნელობითი საქმიანობის გამოცდილება. ისინი აქტიურად მუშაობენ სამხედრო სახელმძღვანელოების, სასწავლო მასალების, დაზვერვის ანგარიშების და სხვა საიდუმლო დოკუმენტებისა და ტექსტების თარგმანზე.


კონფიდენციალურობა და სტანდარტებთან შესაბამისობა

კონფიდენციალურობა

ჩვენთვის კონფიდენციალურობის დაცვა უმნიშვნელოვანესია. ეს განსაკუთრებით სამედიცინო მთარგმნელთა ჯგუფს ეხება, რომელთათვის უმთავრესია პერსონალურ მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.


HIPAA, PIPEDA სერტიფიკატები და სტანდარტებთან შესაბამისობა

თითოეული ჩვენი თარჯიმანი სერტიფიცირებულია:

HIPAA (ჯანმრთელობის დაზღვევის პორტაბელურობისა და ანგარიშვალდებულების აქტი) – უზრუნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობის ინფორმაციის (PHI) დაცვას აშშ-ის რეგულაციების შესაბამისად.

PIPEDA (პერსონალური ინფორმაციის დაცვისა და ელექტრონული დოკუმენტების აქტი) – პერსონალური მონაცემების დაცვა კანადის კონფიდენციალურობის კანონების შესაბამისად.


კონფიდენციალურობის მკაცრი პროტოკოლი

საუბრისას გამჟღავნებული ნებისმიერი ინფორმაცია არის მკაცრად კონფიდენციალური და არ ხდება მისი შენახვა, გაზიარება თუ გამჟღავნება.
ჩვენ არ ვინახავთ პაციენტის პერსონალურ მონაცემებსა და ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ.
ვიყენებთ კომუნიკაციის უსაფრთხო საშუალებებს სენსიტიური მონაცემების დასაცავად დისტანციური თუ პირისპირ შეხვედრის დროს.

პროფესიული და ეთიკური სტანდარტები


ჩვენი თითოეული თარჯიმანი:

✔ ზედმიწევნით იცავს ეთიკის კოდექსს. როგორც ეს განსაზღვრულია პროფესიული, თარჯიმანთა ასოციაციების მიერ.

✔ ითვალისწინებს კულტურულ ნიუანსებს და მიუკერძოებელია.

✔ მუდმივად ვითარდება თავის სფეროში და ეცნობა უახლეს რეგულაციებსა და მიდგომებს.


თქვენი ნდობის მოპოვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აქ მიიღებთ უსაფრთხო, კონფიდენციალურ და პროფესიულ მომსახურებას.

გაეცანით კონფიდენციალურობის პოლიტიკას


ხარისხის უზრუნველყოფის (QA) პროცესი

ხარისხი

ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის (QA) პროცესს, რათა მივაღწიოთ სიზუსტეს, თანმიმდევრულობასა და კულტურულ შესაბამისობას. აღნიშნული პროცესი მრავალეტაპიანია, ტექსტის საწყისი შეფასებიდან საბოლოო კორექტირებამდე, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ლინგვისტურ და ტექნიკურ სტანდარტებს.


პროექტის შეფასება
დამკვეთის საჭიროების შეფასება
სათარგმნი ტექსტის პირველადი შეფასება
სპეციალიზებული ლინგვისტის შერჩევა


რედაქტირება და კორექტირება
პირველადი თარგმნის შემდეგ ტექსტის სიზუსტესა და გამართულობას ამოწმებს მეორე ლინგვისტი.
მოწმდება გრამატიკა, პუნქტუაცია და ტერმინოლოგიის შესაბამისობა.
ასევე დაცულია სტილი და გათვალისწინებულია კულტურული ასპექტები.


დამკვეთის შეფასება
დამკვეთს ვუგზავნით თარგმანს და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში ვითვალისწინებთ მითითებებს
ტექსტი საბოლოოდ იხვეწება უკუკავშირის საფუძველზე


ზემოთ აღწერილი ხარისხის კონტროლის თანმიმდევრული პროცესის მიყოლით ჩვენი თარგმანი სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ჩვენ მუდმივად ვისწაფვით სრულყოფილებისკენ და თითოეულ პროექტს მაქსიმალური პროფესიონალიზმით ვუდგებით.