ჩვენი სააგენტო

მარტივი პროცესი -ხარისხიანი თარგმანი

ჩვენ გთავაზობთ კვალიფიციურ თარგმანს ინგლისურიდან ქართულად და პირიქით. თუ გჭირდებათ პროფესიონალური თარგმანი ფინანსური, იურიდიული, სამედიცინო, ტექნიკური თუ პირადი დოკუმენტებისთვის, ჩვენი გამოცდილი ლინგვისტთა გუნდი უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

პროფესიონალური სერვისები

ჩვენ გთავაზობთ

01.
დამოწმებული თარგმანი


ჩვენ დაგეხმარებით ოფიციალური დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებაში, რაზეც ჩვენი სერთიფიცირებული მთარგმნელები იზრუნებენ.

02.
თარჯიმნის მომსახურება


თარჯიმნის მომსახურება მოიცავს კონფერენციების, ლექციებისა თუ სხვა ოფიციალური შეხვედრების (სინქრონულ) თარგმნას. ჩვენი სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანი ქმნის უშუალო და გარემოს მოლაპარაკებებისა და საქმიანი შეხვედრების წარმართვისთვის.

03.
შემოწმება და კორექტირება


აღნიშნული მომსახურების მიზანია უკვე თარგმნილი (სხვისი) ტექსტების დახვეწა და სრულყოფა. ჩვენ ვამოწმებთ, რომ საბოლოო თარგმანი მაქსიმალურად ზუსტად გადმოსცემდეს დედანი ტექსტის შინაარსს და ნიუანსებს.

04.
ვიდეოს თარგმნა და სუბტიტრები


მიაწვდინეთ მულტიმედია
კონტენტი გლობალურ აუდიტორიას ჩვენი ვიდეო თარგმანის მომსახურებით. ჩვენ ვთარგმნით როგორც ვიდეო ტრენინგებს, ისე კომერციულ თუ საგანმანათლებლო კონტენტს. ჩვენ თარგმანი ითვალისწინებს დამკვეთის სამიზნე აუდიტორიას.

05.
ვებ-საიტის თარგმნა


ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ვებ-გვერდის თარგმნასა და ლოკალიზაციაში, რათა იგი მაქსიმალურად მარტივი და გასაგები იყოს თქვენი მომხმარებლისთვის. ჩვენი თარგმანების მეშვეობით გააუმჯობესებთ მომხმარებლის გამოცდილებას და ჩართულობას.

06.
ტრანსკრეაცია


ტრანსკრეაცია გულისხმობს შინაარსის მორგებას სამიზნე აუდიტორიაზე და მის შემოქმედებით ადაპტაციას. ჩვენი მომსახურება უზრუნველყოფს თქვენი მარკეტინგული მესიჯებისა და ბრენდის იდენტობის შენარჩუნებას ინგლისურ თარგმანში (და პირიქით).

iსაქმიანობის სფერო

პროფესიონალური თარგმანი თქვენი სექტორისთვის

ინჟინერია და ტექნოლოგიები
სამართალი და იურისპრუდენცია
მედიცინა და ჯანდაცვა
ეკონომიკა და ფინანსები
სამხედრო სფერო
ჩვენი აპლიკაცია

მობილური აპლიკაცია ChemiEna, თქვენი საიმედო მეგზური ინგლისურენოვან სამყაროში!

ინგლისური >> ქართული ქართული >> ინგლისური

ჩვენი მობილური აპლიკაციით მიიღებთ ონლაინ თარჯიმნის მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ჩვენი თარჯიმნები კვალიფიციურად მოგემსახურებიან, იქნება ეს პროფესიული შეხვედრები, ექიმთან ვიზიტი თუ პირადი შეხვედრები.

თუ გჭირდებათ მაღალი ხარისხის თარგმანი, საუკეთესო ადგილას მოხვდით. მოგვწერეთ ნებისმიერ დროს და მიიღეთ პროფესიონალური მომსახურება!